სანიტარი
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სანიტრის რამდენიმე პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი — ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
სამუშაო გრაფიკი
- დღის გრაფიკი — 8-საათიანი სამუშაო დღე
- მორიგეობის გრაფიკი — 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები
- გამოყოფილი სამუშაო ზონის, მათ შორის პალატებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების, დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება
- ზედაპირებისა და სანიტარული კვანძების დეზინფექცია კლინიკაში დადგენილი წესით
- ნარჩენების შეგროვება და შესაბამის სათავსოში გადატანა კლინიკის შიდა წესების დაცვით
- დასუფთავების ინვენტარისა და სადეზინფექციო საშუალებების სათანადოდ გამოყენება, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
მოთხოვნები
- პასუხისმგებლობა და დაკისრებული სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება
- სისუფთავისა და ჰიგიენის წესების დაცვის უნარი
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითეთ "სანიტარი — ქუთაისი", ხოლო წერილში დაწერეთ, რომელი გრაფიკი გაწყობთ — დღის, მორიგეობის თუ ორივე.