8368 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2M6Z1HGK გამოქვეყნდა 4 სექ 2 ნახვა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება

კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾500 / თვეში ბოლო ვადა:

COS - "Concept Of Safety" აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ანაზღაურებად სტაჟირებაზე!

თუ გსურს პროფესიული განვითარება დაიწყო პროფესიონალურ გუნდთან ერთად და მიიღო რეალური პრაქტიკული ცოდნა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ძირითადი პირობები:

** სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი

** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) თვეში

** ხანგრძლივობა: 2 თვე

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 30 საათი

ვის ვეძებთ (საკვალიფიკაციო მოთხოვნები):

** კანდიდატი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი/აკრედიტებული კურსის აქტიური მსმენელი, ან ახლად დამთავრებული, აკრედიტებული გამოუცდელი სპეციალისტი.

** სფეროში განვითარების მაღალი მოტივაცია და სწავლის სურვილი.

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ (სწავლება და განვითარება):

** სრულყოფილი მომზადება: სტაჟირების პერიოდში გაივლით როგორც სიღრმისეულ თეორიულ, ისე აქტიურ პრაქტიკულ სწავლებას.

** მრავალფეროვანი გამოცდილება: გექნებათ შესაძლებლობა, ჩვენს გუნდთან ერთად მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპეციფიკის მქონე პარტნიორ ობიექტებზე (როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი რისკის სექტორში).

** მენტორობა: მუდმივი მხარდაჭერა გამოცდილი პროფესიონალებისგან ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:, 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "შრომის უსაფრთხოების სტაჟირება".

შეტყობინება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე:

რეზიუმეს (CV) გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კოსი -კონცეფთ ოფ სეიფთიმ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები სტაჟიორის ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, წაშლისა და კანონით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე:.

თუ თქვენი კანდიდატურა არ შეირჩევა, თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოთქვამთ თანხმობას საკადრო რეზერვში მათი 1 (ერთი) წლის ვადით შენახვაზე, სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ამ შემთხვევაში, გთხოვთ, CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ შევსებული თანხმობის ფორმა, რომელიც თან ერთვის გამოცხადებულ ვაკანსიას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის