გაყიდვების მენეჯერი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://erc-distribution.ge/
შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული კლიენტების ბაზასთან აქტიური მუშაობა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — კომპანიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მიმართულებით;
- კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, კომერციული პირობების შეთანხმება და გაყიდვების განხორციელება;
- კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება;
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და მათი შესრულების პროცესის კონტროლი;
- ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
- გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით;
- ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი;
- კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
- მიზანდასახულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა; გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
- სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან პროდუქციასთან და ბიზნესპარტნიორებთან მუშაობას;
- თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით; დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები. მის. ქ.თბილისი. გ.კვიჭიძის ქ.#13ა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.