გაყიდვების მენეჯერი / ავტოქიმიის მიმართულება
Grass აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი — ავტოქიმიის მიმართულება (GRASS Auto / Detail)
კომპანია შპს ,,ეკოლაინი“ GRASS-ისა (ავტოქიმია) და Detail-ის (პრემიუმ ავტოკოსმეტიკა) ოფიციალური დილერი საქართველოში. ვეძებთ ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს ავტოქიმიის მიმართულებას თბილისში— ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები და ავტოსერვისები. ეს ახალი, მზარდი მიმართულებაა: შენ იქნები პირველი საველე ადამიანი, რომელიც ამ ბაზარს ააშენებს — კომპანია კი სრული ინფრასტრუქტურით დაგიდგება მხარში. ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ობიექტებზე გასვლა და ახალი კლიენტების მოძიება.
რას აკეთებ: - ახალი კლიენტების მოძიება: ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები, ავტოსერვისები; - პროდუქტის ტესტირება ადგილზე და ხარჯვის ეკონომიკის გაანგარიშება კლიენტთან ერთად (ჩვენი კონცენტრატები ნაკლები ხარჯით იმავე ან უკეთეს შედეგს იძლევა — ამას ტესტით ვამტკიცებთ); - პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება; - დოზირების სისტემების შეთავაზება მუდმივ კლიენტებზე (მონტაჟს ჩვენი ტექნიკოსი უზრუნველყოფს); - ბაზრის ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, კონკურენტები, საჭიროებები); - მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).
ვის ვეძებთ: - გიყვარს ავტოთემა და გესმის ავტომოვლის სფერო (დეტეილინგი, სამრეცხაო, ავტოკოსმეტიკა) — ეს აუცილებელი პირობაა; - გაქვს გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (B2B — უპირატესობა, მაგრამ არა აუცილებელი); - შეგიძლია ციფრებით საუბარი — ხარჯის გაანგარიშება და კლიენტისთვის მარტივად ახსნა; - საკუთარი ტრანსპორტი (მობილურობისთვის — მიწოდებას ჩვენი ლოგისტიკა ასრულებს); - დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტაცია.
რას გთავაზობთ: - ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი შედეგიდან პირველივე დღიდან, ზღვრის გარეშე — რაც მეტს აშენებ, მეტს გამოიმუშავებ (დეტალები გასაუბრებაზე); - ახალი მიმართულების აშენების შანსი ნულიდან — პერსპექტივით გახდე მიმართულების წამყვანი; - ოფიციალური ბრენდი ზურგს უკან: GRASS / Detail, პირდაპირი კონტრაქტი ქარხანასთან, სტაბილური მიწოდება; - მზა ინსტრუმენტები პირველივე დღიდან: პოტენციურ კლიენტთა ბაზა-რუკა, საიტი-კატალოგი autodetail.ge, სატესტო პროდუქცია, პრომო-მხარდაჭერა; - შენ ყიდი — მიწოდებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური უზრუნველყოფს; - კორპორატიული მობ. კავშირი, საწვავის კომპენსაცია, ავტომობილის ამორტიზაცია; - გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.
როგორ გამოეხმაუროთ: CV გამოაგზავნეთ მისამართზე kchagelishvili1@gmail.com წერილის თემაში მიუთითეთ: ავტო — [სახელი გვარი] წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ გიზიდავთ ავტოსფერო.