გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2PNZJ1W2 გამოქვეყნდა 8 ნოე 2 ნახვა

სამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

ლამაზია გრუპ

ლამაზია გრუპ

ლამაზია გრუპ გარე განცხადება
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამშენებლო/სარემონტო კომპანიას ლამაზია გრუპ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი (დისტანციური)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი სამუშაო ადგილი: დისტანციური ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი კომპანია ეძებს სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარემონტო და სამშენებლო პროექტებში გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგსა და კონტროლზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალების ფაქტობრივი ხარჯვის გამოთვლა და აღრიცხვა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • მასალების ფაქტობრივი ხარჯვის შედარება ბიუჯეტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ რაოდენობებთან;
  • მასალების ჩამოწერისთვის საჭირო ფორმების, ანგარიშების, უწყისებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • მასალების მოძრაობისა და გამოყენების მონიტორინგი პროექტებისა და სამუშაოების სახეობების მიხედვით;
  • მიღებული, გახარჯული და მარაგში დარჩენილი მასალების რაოდენობების შეჯერება;
  • მასალების გადახარჯვის, შეუსაბამობებისა და გადახრების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი მასალების რაოდენობებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება;
  • ბუღალტერიასთან თანამშრომლობა დოკუმენტაციის სიზუსტისა და მასალების დანახარჯების სათანადო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;
  • თითოეული პროექტისთვის მასალების ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტის — ფორმა №2-ის — შევსება.

სასურველი კვალიფიკაცია

  • სამშენებლო ან/და სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო მასალებისა და სარემონტო/სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;
  • ხარჯთაღრიცხვებთან, სამუშაოთა მოცულობების უწყისებთან (BOQ) და შესაბამის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და რაოდენობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ზუსტად კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1–B2 დონეზე.
  • გვჭირდება ინგლისურენოვანი აპლიკანტები

უპირატესობად ჩაითვლება

  • ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტად, ხარჯთაღრიცხვის ინჟინრად ან სამშენებლო ხარჯების კონტროლის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების, მასალების ხარჯვის ანგარიშებისა და მასალების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებისა და შემოწმების გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე შექმნილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა