8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2Q05X1V0 გამოქვეყნდა 27 აგვ 5 ნახვა

შესყიდვების სპეციალისტი

ევრო პანელ ჯგუფი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია „ევროპანელი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. https://panels.ge/ https://www.facebook.com/europanels.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: 1500₾ (ნეტი)

ძირითადი მოვალეობები: - შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში; - შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი; - გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება; - ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანმშრომლობის პირობებზე შეთანხმება; - შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება; - პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან. - პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით; - ტექნიკური დავალების მიღება , გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით; - არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით; - შესყიდვების ანალიზი, - რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება - უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით; - ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა; - ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები: - კომუნიკაბელურობა; - ორგანიზებულობა; - ინიციატურობა; - დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); - FitPass; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ლინკზე https://buildsmart.ge/job-apply/shesyidvebis-menejeri/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 ან ელ. ფოსტაზე hr@europanels.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ევრო პანელ ჯგუფი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა