საწყობის თანამშრომელი
"ფლექსვუდი" არის ავეჯის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ და საბითუმოდ. ფლექსვუდი 10 წელია ბაზარზე და არის ერთადერთი უკრაინული ავეჯის იმპორტიორი დასავლეთ საქართველოში. კომპანია ასევე ახორციელებს ავეჯის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "ფლექსვუდი" ორიენტირებულია ხარისხსა და ფასზე.
ავეჯის სახლი "ფლექსვუდი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
- სამუშაო საათები: 10:00-18:00;
- ანაზღაურება: 1200-2500 ლარი.
მისამართი: გუგუნავას N13 ქ. ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- ავეჯის დაცლა-დატვირთვა;
- ავეჯის აწყობა და დამზადება (ჩვენ შეგასწავლით);
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
- კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
თუ გსურთ გახდეთ ფლექსვუდის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.