მოლარე - 24 საათიანი
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე "კრისტალბეთის" სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე სალაროში სამუშაოდ.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, თვეში 8 დღე (24 საათიანი ცვლა) ანაზღაურება: 1050 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა ეფექტური, თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- მომხმარებლ (ებ)ისთვის სალარო მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
- ინფორმაციის ელექტრონულად შეყვანისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი (სასურველია);
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- სხარტი აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- სწრაფად ადაპტირების უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე არა უგვიანეს 2026 წლის 26 ნოემბრისა. წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომელთა გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია. შერჩეული და მოტივირებული კანდიდატები მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან პრაქტიკული ტრენინგების გავლის შემდეგ.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.