გაყიდვების მენეჯერი
კომპანიის შესახებ
"Jetex Georgia" უკვე 8 წელია ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო სისტემების მიმართულებით და განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს აქტიურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 ანაზღაურება: 2 500 ლარი + ბონუსები, შეთანხმებული პირობების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- Jetex Georgia-ს მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა;
- სახანძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების გაყიდვა;
- ახალი და პოტენციური კლიენტების მოძიება;
- სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
- კომპანიის მომსახურებებისა და პროდუქციის წარდგენა;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის გაგზავნა;
- მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
- გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აქტიურობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკია 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა პოზიცია არ გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში ოფისში ყოფნას.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს აქტიური და მობილური, რეგულარულად ხვდებოდეს პოტენციურ კლიენტებს, ეცნობოდეს მათ საჭიროებებს და ადგილზე მუშაობდეს ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და გაყიდვების განვითარებაზე.
რას გთავაზობთ
- ფიქსირებულ ანაზღაურებას — 2 500 ლარს;
- გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით ბონუსებს, შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- აქტიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- გამოცდილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: გაყიდვების მენეჯერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.