ქართული ენისა და დაწყებითი კლასების მასწავლებელი
სასწავლო ცენტრი "Study Hub" აცხადებს ვაკანსიას ქართული ენისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: ნაწილობრივი დატვირთვა სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი მოვალეობები:
- ქართული ენის სწავლება აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის;
- დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მუშაობა და ყველა ძირითადი საგნის სწავლება;
- სასწავლო მასალის მოსწავლისთვის გასაგებად ახსნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა;
- მოსწავლეების აკადემიური პროგრესის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სწავლების გამოცდილება;
- პასუხისმგებლობიანობა და კომუნიკაბელურობა;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- სასურველია შესაბამისი განათლება და/ან პედაგოგიური გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას პროფესიონალურ სასწავლო გარემოში;
- ნაწილობრივ სამუშაო დატვირთვას;
- ანაზღაურებას — შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და დატვირთვის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.