გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2V9PV9KB გამოქვეყნდა 11 ნოე 5 ნახვა

ფრანგულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

Evolvexe გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾3000 / თვეში ბოლო ვადა: 12 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗
დაზღვევა · განცხადებაში

"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ფრანგულენოვან ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის მრჩეველი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. მრჩეველი უნდა ფლობდეს სალაპარაკო და წერილობით ფრანგულს უმაღლეს დონეზე. აიტი/ტექნიკური განათლება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო შესრულდება ოფისიდან თბილისში.

პასუხისმგებლობები

  • მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
  • ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
  • ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები

  • ფრანგული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
  • პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს.
  • დაზღვევას.
  • ანაზღაურებად შვებულებას.
  • მაღალი სტანდარტების ოფისს.
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
  • 3000 ლარ გროს ხელფასს თვეში (სრული განაკვეთი)

https://hel-ai.com/apply/5tX039nd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა