9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2VYYZQPG გამოქვეყნდა 19 ოქტ 18 ნახვა

სინიორ ინჟინერი

ბაუმერი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სინიორ ინჟინრის პოზიციაზე.

წყალმომარაგება, კანალიზაციისა და სახანძარქრობის პროექტანტ ინჟინერი.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • Plumbing & Fire Fighting სისტემების საპროექტო და სამუშაო ნახაზების მომზადება AutoCAD-ისა და Revit MEP-ის გამოყენებით.
  • ცივი/ცხელი წყლის, კანალიზაციის, სანიაღვრე, ხანძარსაწინააღმდეგო და სატუმბი სისტემების პროექტირება და ტექნიკური გათვლების შესრულება.
  • მილსადენების ჰიდრავლიკური გათვლები, დიამეტრების, ტუმბოების, ბოილერებისა და სხვა მოწყობილობების შერჩევა.
  • BOQ-ის, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და მასალების ჩამონათვალის მომზადება და განახლება.
  • სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებასთან დიზაინის კოორდინაცია და Clash Detection-ის განხორციელება Revit/Navisworks-ის გამოყენებით.
  • საპროექტო დოკუმენტაციის, Shop Drawing-ების, Material Submittal-ებისა და As-Built ნახაზების ტექნიკური კონტროლი.
  • ობიექტზე საპროექტო გადაწყვეტილებების ტექნიკური ზედამხედველობა, ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი.
  • RFI-ებზე პასუხის მომზადება და ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა.
  • საპროექტო დოკუმენტაციის Revision Control-ისა და ცვლილებების მართვა.
  • Site Engineer-ებთან, Project Manager-ებთან, ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ტექნიკური კომუნიკაცია და კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის საინჟინრო მიმართულებით;
  • მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება წყალმომარაგების, წყალარინებისა და სახანძრო სისტემების მიმართულებით და სიღრმისეული ცოდნა;
  • პროგრამების ცოდნა: პროგრამების ცოდნა: AutoCAD, MagiCAD, Revit, Microsoft Excel;
  • ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ/სამუშაო დონეზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ან 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი; მივლინების შემთხვევაში კომპანია დაფარავს ხარჯებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა