საწყობის აღმრიცხველის ასისტენტი
ვეძებთ ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს საწყობის აღმრიცხველის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობიდან მასალების გაცემა/დაბრუნებისა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
** მონაცემების ასახვა MS Excel-ის ბაზაში.
** ავტომობილების საწვავის ხარჯვის მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
** პირველადი დოკუმენტაციის (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები) დახარისხება და ბუღალტერიისთვის რეპორტინგში დახმარება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესი, ეკონომიკა, ლოჯისტიკა ან მომიჯნავე სფერო).
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
** MS Excel-ის საბაზისო/საშუალო დონეზე ფლობა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და სწავლის სურვილი.
პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
** ლოკაცია: ოფისი, ადგილზე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + კარიერული ზრდის პერსპექტივა.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ ან დაგვიკავშირდეთ: | ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.