8360 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CB1KTDGR გამოქვეყნდა 8 სექ 0 ნახვა

ოჯახი

ოჯახი

ძიძა/დამხმარე

ოჯახი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ოჯახში ვეძებთ პასუხისმგებლობიან, თბილ, ენერგიულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ბავშვის ძიძას/დამხმარეს, 9 წლის ბიჭისთვის.

ბავშვი არის თბილი, კომუნიკაბელური და აქტიური. დადის სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, სპორტულ და განმავითარებელ აქტივობებზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი:

** თბილისი, საბურთალო

** ორშაბათი-პარასკევი

** სამუშაოს დაწყება — 11:00-12:00 საათის ფარგლებში

** სამუშაოს დასრულება — 20:00-21:00 საათის ფარგლებში, ბავშვის დღის განრიგის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის დახვედრა სკოლიდან დაბრუნების შემდეგ;

** კვებაზე და დღის რეჟიმზე ზრუნვა;

** სხვადასხვა წრეზე, სპორტულ და განმავითარებელ აქტივობებზე თანხლება;

** საჭიროების შემთხვევაში მეცადინეობის პროცესის კონტროლი;

** სეირნობა, გასართობ და შემეცნებით აქტივობებზე წაყვანა და თავისუფალი დროის საინტერესოდ ორგანიზება;

** ბავშვის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე ზრუნვა;

** მშობლებთან კომუნიკაცია ბავშვის დღის განრიგთან დაკავშირებით.

ბავშვის წრეებსა და სხვადასხვა აქტივობაზე სატარებლად ოჯახი უზრუნველყოფს ავტომობილით.

სასურველია:

** ბავშვებთან ურთიერთობისა და მუშაობის გამოცდილება;

** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის კარგი გამოცდილება;

** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;

** მშვიდი, კეთილი, ენერგიული და პოზიტიური ხასიათი;

** ბავშვის მიმართ ყურადღებიანი და მეგობრული დამოკიდებულება;

** პედაგოგიური ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** რეკომენდაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიპოვოთ სანდო და მზრუნველი ადამიანი, რომელიც ბავშვისთვის იქნება არა მხოლოდ დამხმარე, არამედ მეგობარი, მხარდამჭერი და სანდო უფროსი.

ანაზღაურება — შეთანხმებით. ღირსეულ კანდიდატს შევთავაზებთ შესაბამის და კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე, ასაკი, სამუშაო გამოცდილება და, შესაძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ოჯახი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის