9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2WCA94D7 გამოქვეყნდა 29 ოქტ 35 ნახვა

სტომატოლოგის ასისტენტი - მედდა

NB Dental გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე

"NB Dental"- ნინო ბერიძის კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგის ასისტენტის (მედდა) პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 16 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ძირითადი სამუშაო-აღწერილობა:

  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარიული წესების დაცვა, ინსტრუმენტებისა და მასალების ორგანიზება და უზრუნველყოფა
  • სტომატოლოგიური ინვენტარების მოწესრიგება, დალაგება და დამუშავება
  • ექიმის სამედიცინო პროცედურებში აქტიური დახმარება
  • ინვენტარის კონტროლი, საჭიროებისამებრ შევსება და გამოტანა
  • ჩატარებული პროცედურების შესახებ დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოება და მიმდინარეობა.

კომპეტენცია და პიროვნული უნარები:

  • პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება სტომატოლოგის ასისტენტად ან მედდად;
  • სასურველია კანდიდატს შეეძლოს სრულ გრაფიკზე მუშაობა;
  • განიხილება რეზიდენტურის სტუდენტებიც;
  • აუცილებელია : ეფექტური კომუნიკაცია
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის და ორგანიზებული მუშაობის უნარი
  • ყურადღება დეტალებსა და ჰიგიენას მიმართ

ჩვენთან გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • საათობრივ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად
  • ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გუნდს და განვითარების შესაძლებლობას!

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ N1 (ვაჟა -ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა