9099 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2WN6T5QA გამოქვეყნდა 30 სექ 10 ნახვა

ვინჩერო

ვინჩერო

ღვინის მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

ვინჩერო გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის მოლარე -კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმში სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

ძირითადი მოთხოვნები:

  • მომხმარებლისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემგდომ შეთავაზება;
  • მომხმარებლისთვის ღვინის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
  • მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
  • პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
  • პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული თვისებები:

  • პრეზენტაბელურობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე- კონსულტანტი". შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვინჩერო
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა