8191 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2X1D7WFD გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი

ვოლტ მარკეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შემოგვიერთდი "Wolt Market"-ის გუნდში!

გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის?

თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში!

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი — დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს!

სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი — 5 დღე კვირაში)

** 08:00-17:00 ** 11:00-20:00 ** 14:00-23:00 ** 17:00-02:00 ** 23:00-08:00

Wolt Market-ის ფილიალები:

** სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო) ** მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო) ** სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი) ** მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი) ** ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი) ** ბარათაშვილის ქუჩა (რიყე)

რას გააკეთებთ ყოველდღიურად

** შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში ** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის ** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება ** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი ** მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობა ** მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა

ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:

** ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული ** მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე ** ტექნოლოგიები არ გაშინებთ — პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას ** შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლებში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, მაქსიმუმ 40 სთ/კვირაში) ** სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო ** თავისუფლად ფლობთ ქართულ ენას; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ:

** სამედიცინო დაზღვევით ** ანაზღაურებადი შვებულებით — წელიწადში 24 დღე ** Wolt კრედიტების ქეშბექით ** სპორტული შეთავაზებებით ** კორპორატიული წვეულებებით ** განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით

მზად ხართ ჩაერთოთ შერჩევის პროცესში?

** რეზიუმეს წარდგენა აუცილებელი არ არის — საკმარისია ონლაინ განაცხადის შევსება. ** შემოგვიერთდით და გახდით გუნდის ნაწილი, რომელიც Wolt Market-ში საუკეთესო გამოცდილებას ქმნის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გულწრფელი პასუხები. Google-ის ან ChatGPT-ის გამოყენება პასუხებში დაშვებული არ არის.

ვიდეო:

** https://www.youtube.com/watch?v=qbs4lMXyg-o&time_continue=1&source_ve_path=NzY3NTg&embeds_referring_euri=https%3A%2F%2Fcareers.wolt.com%2F

თუ გსურთ, რომ გახდეთ Wolt Market-ის გუნდის წევრი თბილისში გადადით ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვოლტ მარკეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის