8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2XH29074 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

დისპეტჩერი

ლოტუსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "ლოტუსი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

შპს "ლოტუსი" წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებად ტაქსოპარკს თბილისში, რომელიც მართავს ასზე მეტ ავტომობილს და ორიენტირებულია სერვისის ხარისხზე, ეფექტურ მენეჯმენტსა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** 100-ზე მეტი ავტომობილის ყოველდღიური მონიტორინგი GPS სისტემისა და ტაქსოპარკის შიდა პლატფორმის გამოყენებით

** მძღოლების კონტროლი, მხარდაჭერა და კოორდინაცია 24 ან 12-საათიან ცვლაში.

** დარღვევების აღმოჩენა და დროული რეაგირება (მაგ. სიჩქარის გადაჭარბება, წესების დაუცველობა და მძღოლების არაკეთილსინდისიერების გამოვლენა)

** ბრძანებების გადაცემა და დროული კომუნიკაცია მძღოლებთან

** ცვლაში მუშაობის გეგმის დაცვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება

** სისუფთავის, ფორმისა და მანქანის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მონიტორინგის ჯგუფთან კოორდინაციით

** პრობლემური შემთხვევების მენეჯმენტთან გადაცემა და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება დისპეტჩერის ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად

** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

** ტექნოლოგიური პლატფორმების ათვისების უნარი (GPS, Microsoft, TSheets ან ანალოგიური)

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

** ქართულ ენაზე გამართული წერა და მეტყველება, რუსული ან ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** ცვლაში მუშაობა - 24 საათი ყოველ მესამე დღეს ან 12 საათიანი ცვლა ყოველ მეორე დღეს.

** მუშაობა თანამედროვე ოფისიდან თბილისში (ა. ბელიაშვილის ქ. 57)

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და მზარდი ბონუს სისტემა 1500 ლარი. სათაურის ველში მიუთითეთ: "დისპეტჩერის ვაკანსია".

ვაკანსია ღიაა შერჩეული კანდიდატის დასაქმებამდე. შერჩეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთ კვირიანი ტრენინგი და ერთ თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლოტუსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის