8627 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2XT506KJ გამოქვეყნდა 9 სექ 9 ნახვა

სკუტ სკუტი

სკუტ სკუტი

ფილიალის მენეჯერი

სკუტ სკუტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ.

ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში, ხოლო 2026 წელს ვგეგმავთ თბილისში ახალი მაღაზიისა და სერვისცენტრის გახსნას, რაც კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით.

"სკუტ სკუტში" ვეძებთ ფილიალის მენეჯერს!

თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!

შემოგვიერთდი, თუ:

** გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა;

** ხარ შრომისმოყვარე და ენერგიული;

** გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გაქვს გუნდის მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული ხარ და გაქვს ანალიტიკური უნარი;

** გაქვს დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;

** გაქვს ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში მომუშავე თანამშრომლების მართვა და კოორდინაცია;

** სერვისის მომსახურებისა და რეალიზაციის პროცესის მონიტორინგი;

** ფილიალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური აღჭურვილობის, სახარჯი მასალების, პროდუქციის განლაგებისთვის საჭირო სათავსოებისა და ვიზუალური სისუფთავის უზრუნველყოფა;

** საწყობში მიმდინარე პროცესების მართვა/კონტროლი, ნაშთის სიზუსტის კონტროლი;

** გაყიდვების პროცესზე პასუხისმგებლობა, გაყიდვების მენეჯერების კონტროლი რეალიზაციის დადგენილი პროცესის შესაბამისად; გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი;

** ტექნიკური გუნდის პროცესების მართვა, სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;

** საგარანტიო შემთხვევების სრული ციკლის მართვა, მომხმარებელსა და საგარანტიო ხელოსანს შორის შუამავლობა;

** გასაყიდი პროდუქციის სრული ასორტიმენტისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის ფლობა, გაყიდვების მენეჯერებისთვის სიახლეების გაზიარება და მათი კომპეტენციის კონტროლი;

** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერსონალის მუდმივი სწავლების უზრუნველყოფა სამუშაო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

** ერთი მხრივ, გაყიდვების პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, სერვისში უკმაყოფილო მომხმარებლებთან მოლაპარაკება და პრობლემების გადაწყვეტა;

** პროდუქციისა და სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება, ფილიალის გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

** საავტომობილო/მოტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;

** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;

** გუნდის მართვის უნარი;

** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს;

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს;

** სატელეფონო სერვისების პაკეტს;

** უფასო კორპორატიულ დაზღვევას;

** გუნდურ აქტივობებსა და ტრენინგებს.

ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე:

თუ გსურს მეტი გაიგო, ვინ ვართ ჩვენ, გიზიარებთ ჩვენი ციფრული არხების მისამართებს:

Web: https://scootscoot.ge

FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi

Insta: scootscoot_Geo

TikTok: scootscoot_Geo

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სკუტ სკუტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა