8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2Y7A7CRG გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

პერსონალური ასისტენტი

სტუდია ეი-დი-სი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ა (ა)იპ "სტუდია ეი-დი-სი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე "პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამისთვის.

თუ გსურთ თქვენი საქმიანობით ხელი შეუწყოთ ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ ყოველდღიურ მხარდაჭერას, გიწვევთ შემოგვიერთდეთ.

ძირითადი მოვალეობები:

პერსონალური ასისტენტი უზრუნველყოფს ბენეფიციარის მხარდაჭერას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაზრდის მიზნით. ასისტირება ხორციელდება ბენეფიციარის საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების პროცესში.

ძირითადი ფუნქციები მოიცავს:

** კვების პროცესში დახმარებას;

** პირადი ჰიგიენის, თავის მოვლის პროცედურებისა და ჩაცმის პროცესში მხარდაჭერას;

** საოჯახო საქმეების შესრულებაში დახმარებას და საყიდლებზე თანმხლებ მხარდაჭერას;

** მობილობისა და კომუნიკაციის პროცესში დახმარებას;

** ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერას;

** სამუშაოს, განათლების, დასვენების, დღის დაგეგმვისა და სხვა ყოველდღიურ აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

პასუხისმგებლობები:

** ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ხარისხიანი ასისტირების გაწევა;

** ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა;

** კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა;

** პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული დოკუმენტაციის/ანგარიშგების წარმოება;

** პროგრამის კოორდინატორთან და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო.

** გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ პერსონალური ასისტენტის, მომვლელის, ექთნის/მედდის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** სასურველია მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პრობლემების გადაჭრის უნარი;

** ბენეფიციარის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის გაწევის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ემპათიური და გულისხმიერი დამოკიდებულება;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** ბენეფიციარის საჭიროებებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე;

** სამუშაო ადგილი: თბილისი;

** ანაზღაურება: შეთანხმებით.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ: "პერსონალური ასისტენტი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სტუდია ეი-დი-სი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის