ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
"მთის ამბები" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმნის პოზიციაზე.
ხელფასი: 3000 ლარი.
დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
** მთის ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების, ინტერვიუების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი);
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზადაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.