9,014 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2YKJAABE გამოქვეყნდა 23 სექ 9 ნახვა

STREAM

STREAM

ხარისხის კონტროლის მენეჯერი

STREAM გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ოქტ

ვაცხადებთ ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" (www.elteg.ge).

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.

ხარისხის კონტროლის მენეჯერი წარმოადგენს ოპერაციული ბლოკებისგან (მონტაჟი, სერვისი) დამოუკიდებელ საკონტროლო რგოლს. მისი მთავარი მიზანია ლიფტებისა და მოწყობილობების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სრული შესაბამისობა EN 81 და ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტებთან, შიდა რეგლამენტებსა და შრომის უსაფრთხოების ნორმებთან.

ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, პრინციპულ და სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებულ, ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გამოვლენის და გადაჭრის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარების და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე).

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო სტანდარტების (ISO / EN) დაცვა: ISO და EN 81 სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის ყველა ტექნიკურ და საოპერაციო პროცესში, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება;
  • ობიექტების ინსპექტირება (Site Quality Audit): სამონტაჟო და სერვისული ობიექტების პერიოდული და ეტაპობრივი შემოწმება, სამუშაოების ხარისხის შეფასება და გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება;
  • სამონტაჟო/სერვისული აქტების (N301-N306) ვერიფიკაცია: ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და რევიზიის აქტების (N301, N302, N303, N304, N306) ხარისხობრივი გადამოწმება ტექნიკური GATE-ის ავტორიზაციამდე;
  • ხარვეზების აღრიცხვა (NCR / Defect Log): გამოვლენილი დარღვევების, წუნის და ტექნიკური გადაცდომების აღრიცხვა Defect Log-ში, მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
  • უსაფრთხოების კონტროლი და Stop-Work authority: ობიექტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენების კონტროლი; კრიტიკული საფრთხის შემთხვევაში სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების უფლებამოსილება (Stop-Work Authority).

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების მიწოდება-მონტაჟისა და შემდგომი ტექნიკური მომსახურების მიმართულებით;
  • ხარისხის კონტროლის მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არააუცილებელი, თუ მას აქვს ზემოთ აღნიშნულ სფეროში მყარი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
STREAM
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა