ავეჯის კონსტრუქტორი
კომპანია "სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ
"სამერი ჯგუფი" პრემიუმ ხარისხის შიდა კარებისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და თითოეულ პროექტზე ინდივიდუალური მიდგომა.
პოზიციის მიზანი
ვეძებთ გამოცდილ ავეჯის კონსტრუქტორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ობიექტის აზომვაზე, ავეჯის კონსტრუქციების პროექტირებასა და მასალის განშლის მომზადებაზე. პოზიციისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური ცოდნა, სიზუსტე და საწარმოო პროცესებთან ეფექტიანი კოორდინაცია.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამომუშავებით, 3, 000 ლარიდან;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-19:00;
- სამუშაო ადგილი: ნატახტარი;
- თანამშრომელთა ბენეფიტები;
- სრული სამედიცინო დაზღვევა;
- ტრანსპორტირება თბილისიდან საწარმომდე და უკან;
- კვების შესაძლებლობა;
- საშხაპეები და მოსასვენებელი სივრცეები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება;
- ავეჯის კონსტრუქციების პროექტირება და ტექნიკური ნახაზების მომზადება;
- მასალის განშლისა და დეტალების ზომების განსაზღვრა;
- საწარმოო პროცესისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მომზადება;
- საწარმოსა და დამკვეთთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია;
- პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ავეჯის კონსტრუქციული პროექტირების პროგრამების ცოდნა;
- ავეჯის წარმოებაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და მომზადების უნარი;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- სამუშაო ვადებზე ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
რატომ "სამერი ჯგუფი"?
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიონალური სამუშაო გარემო, საჭირო სამუშაო რესურსები და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ხარისხზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ავეჯის კონსტრუქტორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.