გაყიდვების კონსულტანტი
გერმანული საღებავების კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 18:00 სთ-მდე, კვირაში 5 დღე. სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი 140.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საღებავების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ფერის შემრევ აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია.
- კომუნიკაბელურობა და მომსახურების მაღალი კულტურა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- პროდუქციის ასორტიმენტისა და სპეციფიკის შესწავლა.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის თავაზიანი, და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა (პროდუქციის სპეციფიკაციის გაცნობა);
- საღებავების ფერის შერჩევაში დახმარება და შემრევ აპარატზე დაყენება;
- მაღაზიის ინვენტარისა და პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მიღება/აღრიცხვაში მონაწილეობა;
- სამუშაო სივრცის, აპარატურისა და მაღაზიის სისუფთავეზე ზრუნვა და წესრიგის კონტროლი.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: ფიქსირებული, KPI (კანდიდატის კომპეტენციიდან გამომდინარე) + მაღალი ბონუსი პირადი გაყიდვებიდან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარებისა და პოზიციური დაწინაურების პერსპექტივას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს.
- გერმანიაში საკვალიფიკაციო მივლინებებს
გთხოვთ, CV გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.