9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2ZM1EPPK გამოქვეყნდა 9 ოქტ 29 ნახვა

ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების ექსპერტი

ზუმერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების ექსპერტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სცენარებისა და ავტომატიზაციების აწყობა

სხვადასხვა მოწყობილობის დაკავშირება: Zigbee, Matter, Thread და სხვა პროტოკოლებზე მომუშავე მოწყობილობების შეერთება და პრაქტიკული სცენარების შექმნა (მაგ. "უსაფრთხოება", "განათების მართვა", "ენერგოეფექტურობა", "დილის/ღამის რეჟიმები").

დემო-სტენდების დაპროექტება და გამართვა: ფილიალებსა და კუნძულებზე ინტერაქტიული სტენდების აწყობა, რათა მომხმარებელმა ადგილზევე გამოცადოს ჭკვიანი სახლის შესაძლებლობები. შიდა პერსონალის/კონსულტანტების ტექნიკური მხარდაჭერა.

შეთავაზებებისა და პაკეტების შექმნა

მზა პაკეტების აწყობა: დემო-სცენარების ბაზაზე სტანდარტული Smart Home პაკეტების შექმნა (მაგ. "სტარტერ პაკეტი", "ბინის უსაფრთხოება", "ჭკვიანი განათება"), რომლებსაც კონსულტანტები მარტივად შესთავაზებენ მომხმარებლებს.

მომხმარებელთან კომუნიკაცია: მათ მოთხოვნებსა და ბინაზე/ოფისზე მორგებული ჭკვიანი სახლის ინდივიდუალური არქიტექტურისა და სცენარების შემუშავება

პერსონალური შეთავაზებები: ინდივიდუალური მოთხოვნების მქონე მომხმარებლებისთვის პერსონალური სცენარებისა და შეთავაზებების შედგენა.

ბაზრის კვლევა და მცირე B2B შეთავაზებები:

ბაზრის მონიტორინგი: Smart Home ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და მოთხოვნადი პროდუქტების მუდმივი რისერჩი, საჭირო პროდუქტების/მომსახურების იდენტიფიცირება, დამატების ინიცირება. მცირე B2B კომუნიკაცია: საჭიროებისამებრ, სხვადასხვა კომპანიისთვის (არქიტექტურული სტუდიები, ინტერიერის დიზაინერები, მცირე ოფისები/სასტუმროები და ა.შ) მზა პაკეტების და შეთავაზებების გაგზავნა/წარდგენა. რელევანტური სექტორების (სამშენებლო/დეველოპერული კომპანიები, სასტუმროები, არქიტექტორები/დიზაინერები, სახელმწიფო და მსხვილი კორპორატიული სექტორი) კვლევა, სეგმენტაცია და ბაზების შექმნა

სამიზნე კომპანიებისთვის ინდივიდუალური, მაღალი ხარისხის კომერციული შეთავაზებების მომზადება. ახალი პროდუქტების/კატეგორიების ინტეგრირებისა და დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გუნდის მხარდაჭერა:

ტექნიკური კონსულტაცია და ტრენინგი: ფილიალებისა და კუნძულების კონსულტანტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა და მათთვის პროდუქტის/სცენარების სწავლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური გამოცდილება: ჭკვიანი სახლის ეკოსისტემების (Tuya / Smart Life, Aqara, Google Home, Apple HomeKit და ა.შ.) პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.
  • პროტოკოლები: Zigbee, Wi-Fi, Bluetooth და Thread მოწყობილობების შეერთების, დაწყვილების (Pairing) და მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა (მათ შორის Hub-თან/Gateway-სთან მიერთების და Mesh-ქსელის მოწყობის ლოგიკის გაგება).
  • ელექტროობა: საბაზისო ცოდნა ელექტროობაში (ძაბვები, ჭკვიანი ჩამრთველების/რელეების სქემები, N-line ცოდნა).
  • კომუნიკაცია და პრეზენტაცია: რთული ტექნიკური ენის მარტივად, მომხმარებლისთვის გასაგებად ახსნის უნარი.
  • საოფისე პროგრამები: MS Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა (ოფერების და პაკეტების ფასთწარმოქმნისთვის).

პიროვნული თვისებები

  • ინტერესი ტექნოლოგიებისადმი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • პრაქტიკული და გადაწყვეტაზე ორიენტირებული აზროვნება.
  • გუნდური მუშაობისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
  • განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;
  • სხვადასხვა კორპორატიულ აქტივობებს;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/H7BMf8F6fS

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა