საქმეთა მწარმოებელი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საინჟინრო კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- MEP სისტემების (გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ელექტროობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ხანძარქრობა, ა.შ.) სამონტაჟო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და მართვა. - მუშახელისა და ქვეკონტრაქტორების გუნდების განაწილება ობიექტზე და მათთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. - სამუშაო გრაფიკების (დღიური, კვირეული, თვიური) შედგენა და მათი შესრულების მონიტორინგი. - საპროექტო დოკუმენტაციის, სამუშაო ნახაზებისა და სპეციფიკაციების დეტალური შესწავლა. - შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება საპროექტო ნახაზებთან და სამშენებლო ნორმებთან (სნიპები, ISO და სხვა სტანდარტები). - ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის ორგანიზება. - საჭირო საინჟინრო მასალებისა და მოწყობილობების მოცულობების განსაზღვრა და დროული შეკვეთა. - ობიექტზე მიღებული მასალების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი, მათი სწორი დასაწყობების უზრუნველყოფა. - სამშენებლო ტექნიკისა და ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების კონტროლი. - MEP სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა. - დასაქმებულებისთვის პერიოდული ინსტრუქტაჟის ჩატარება სპეციფიკურ საინჟინრო სამუშაოებზე (მაგ: სიმაღლეზე მუშაობა, ელექტროობა, შედუღება). - სამუშაოთა წარმოების ჟურნალის წარმოება. - ფარული სამუშაოების აქტების შედგენა და ხელმოწერა. - ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშების (რეპორტების) მომზადება პროექტის მენეჯერისთვის ან მთავარი ინჟინრისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის / ზედამხედველის / საიტ მენეჯერის პოზიციაზე, საინჟინრო / სამშენებლო / დეველოპერულ კომპანიებში; - რთული საინჟინრო ნახაზებისა და სქემების კითხვის უნარი; - სასურველია AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება (საინჟნრო მიმართულებით)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.