8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

30KK6FBZ გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

კონტენტ მეიკერი - SMM

ფაიფური via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ფაიფური" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მეიკერის (SMM) პოზიციაზე (უნივერსალური კადრი).

ჩვენ ვართ სტარტაპი, რომელიც ეწევა ესთეტიკური ფაიფურის ჭურჭლის რეალიზაციას. ვეძებთ კრეატიულ და ენერგიულ კადრს, რომელიც დაგვეხმარება ბრენდის პოპულარიზაციაში ვიდეოკონტენტის საშუალებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სმარტფონით ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის უნარი (CapCut, InShot და სხვა); ** სოციალური პლატფორმების (Instagram, TikTok, YouTube Shorts) ალგორითმების ცოდნა; ** ესთეტიკის აღქმის გამორჩეული უნარი (ფაიფურთან მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე);

ძირითადი მოვალეობები:

** კრეატიული ვიდეოკონტენტის (Reels, TikTok) დაგეგმვა და გადაღება; ** პროდუქციის (ფაიფურის ჭურჭლის) ესთეტიკური სერვირება და წარდგენა კადრში; ** ყოველდღიური სთორების მართვა და აუდიტორიასთან კომუნიკაცია; ** სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ადაპტირება ბრენდისთვის.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ახალი იდეების გენერირების უნარი; ** ორგანიზებულობა და ვადების დაცვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა (განსაკუთრებით ვიზუალურ მხარეზე); ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფი ადაპტაციის უნარი სტარტაპ გარემოში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე მითითებულ ელ-ფოსტაზე: media@consultings.ge

გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ფაიფური
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა