კოსტ-კონტროლერი
საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კოსტ-კონტროლერი სამუშაო-აღწერილობა - საცხობი დეპარტამენტში ნედლეულის (ფქვილი, შაქარი, კარაქი, საფუარი და სხვა ინგრედიენტები) მიღების, აღრიცხვისა და ხარჯვის კონტროლი. - პროდუქციის თვითღირებულების დათვლა თითოეულ დასახელებაზე (პური, საკონდიტრო ნაწარმი და სხვ.). - რეცეპტურების (recipe card) შესაბამისად ნედლეულის მოხმარების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი. - საწყობში არსებული მარაგების ყოველდღიური/პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და შედეგების შედარება ბუღალტრულ მონაცემებთან. - ნორმებზე გადაჭარბებული ხარჯების გამოვლენა და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა. - ნედლეულის დანაკარგების, ჩამოწერების და ნარჩენების კონტროლი და დოკუმენტურად გაფორმება. - შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ინვოისი, ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი) შემოწმება და შესაბამისი აღრიცხვა. - საცხობი დეპარტამენტის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება. - ყოველდღიური, კვირეული და თვიური კოსტ-რეპორტების მომზადება და წარდგენა ფინანსურ დეპარტამენტთან. - შიდა კონტროლის წესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა. - თანამშრომლობა საცხობი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან წარმოების დაგეგმვისა და ნედლეულის სწორად განაწილების მიზნით. - სანიტარული და ხარისხის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი.
კომპანიის ბენეფიტები: - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); - სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს; - პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
საორგანიზაციო დეტალები : სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00 დასვენების დღე შაბათი და კვირა მდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: კოსტ-კონტროლერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.