ხელოვნების მასწავლებელი
მწვანე სკოლის ტყის კამპუსი ეძებს ხელოვნების მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და მათთვის შთამაგონებელ, თავისუფალ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს შექმნის.
ძირითადი მოვალეობები - ხელოვნების გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის - მოსწავლეების შემოქმედებითი და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნვა - სხვადასხვა ტექნიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებების გაცნობა - პროექტებისა და გამოფენების ორგანიზება - სასწავლო პროცესში თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება - უსაფრთხო, პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება ხელოვნების, დიზაინის ან შესაბამის სფეროში - პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება - კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს - ბუნებასთან ახლოს არსებულ თანამედროვე კამპუსს - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას - სრულ განაკვეთზე სამუშაოს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე სათაურში მიუთითეთ: „ხელოვნების მასწავლებელი — ტყის კამპუსი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.