ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ეკონომ შოპი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზ. 1 (გუდვილის შენობა)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის HRM პროცესების განხორციელება;
- სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
- თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი;
- სახელფასო უწყისზე მუშაობა (Payroll)
- კომპანიის ბენეფიტების ადმინისტრირება:
- კომპანიის ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა.
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- შრომის კოდექსის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "HR მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.