7842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

31MJ3536 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

მიმტანი

illy Caffè გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾556 / თვეში ბოლო ვადა:

"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

illy Caffè აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, გალერია თბილისის ფილიალში.

ვაკანტური ადგილი: 1

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;

** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;

** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა

** კაფეს სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად

** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება

** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;

** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);

** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;

** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

** ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

ანაზღაურება: საათში 5, 56 ლარი (ხელზე ასაღები), + თიფსი, 1 თვის შემდგომ + 1, 2 % (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20%)

სამუშაო გრაფიკი: ცვლა 8 საათი ცვლებში, კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება

სამედიცინო დაზღვევა,

კვება.

ანაზღაურებადი შვებულება (წელიწადში 24 სამუშაო დღე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
illy Caffè
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა