მექანიკოსი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალებში შემდეგ პოზიციაზე: მექანიკოსი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: - ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა; - ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა; - დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა; - ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება; - შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად; - ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; - სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; - სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.