პირადი დაცვის თანამშრომელი
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას პირადი დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი; ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს საჭიროებების გათვალისწინებით
პოზიციის შესახებ: ვეძებთ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე პირადი დაცვის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის დირექტორის უსაფრთხოებას ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაადგილების პროცესში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის დირექტორისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიური საქმიანობისა და გადაადგილების პროცესში; - დირექტორის გადაადგილების, შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა; - შესაძლო რისკებისა და საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; - გარემოს მუდმივი დაკვირვება და საეჭვო/არასტანდარტულ სიტუაციებზე დროული რეაგირება; - საჭიროების შემთხვევაში გადაადგილების მარშრუტებისა და გარემოს წინასწარი შეფასება; - საგანგებო ან რისკის შემცველ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური მოქმედება; - დირექტორის გადაადგილების პროცესში უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლების დაცვა. საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია; - მიღებული ინფორმაციისა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხების მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვა; - ხელმძღვანელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პირადი დაცვის, უსაფრთხოების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - სასურველია გამოცდილება სამხედრო, სამართალდამცავ ან სპეციალურ დანიშნულების სტრუქტურებში; - კარგი ფიზიკური მომზადება; - მართვის მოწმობა (B კატეგორია); - რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დაკვირვებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ; - დისციპლინა და პუნქტუალურობა; - სტრესულ და არაპროგნოზირებად სიტუაციებში მშვიდად მოქმედების უნარი; - კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის მკაცრად დაცვა.
დასაქმების სხვა პირობები განისაზღვრება კანდიდატთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე. და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: პირადი დაცვის თანამშრომელი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (მერაბი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება: - მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; - მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; - გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; - ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.