10 121 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

32C8MHDP გამოქვეყნდა 21 ოქტ 10 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ITA გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

  • https://www.ita.com.ge
  • კომპანიის Facebook გვერდი

კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: სრული ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავეტიკ ისააკიანის ჩიხი №2

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა;
  • არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
  • ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პროდუქციის ეფექტურად წარდგენისა და პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და კრეატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • შედეგზე და კლიენტზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • გასაუბრება;
  • დამატებითი შეფასება საჭიროების შემთხვევაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19.11.2026

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა