10 106 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8VCVAAJJ გამოქვეყნდა 21 ოქტ 8 ნახვა

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

იმპექსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის ანალიზი - საერთაშორისო პარაფარმაციის ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • ახალი ბრენდების მოძიება, მათი ასორტიმენტის დამუშავება და ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით; პორტფელში არსებული საერთაშორისო მომწოდებლების ბრენდების შეკვეთების დამუშავება;
  • პორტფელში არსებული ბრენდებზე მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება (შესყიდვების პროგნოზირება);
  • პორტფელში არსებულ ბრენდებზე ყოველთვიური შესყიდვების, ნაშთების ანგარიშის წარმოება აფთიაქების ჭრილში;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული ტრანსპორტირებისა და განბაჟების დოკუმენტაციის უზრუნველყოფა მომწოდებელთან და ლოჯისტიკის განყოფილებასთან მჭიდრო კომუნიკაციით;
  • აფთიაქებში არსებული ვადებისა და ნაშთების კონტროლი, საჭიროებისამებრ შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა ქსელის პარაფარმაციის შემოსავლის ოპერატორის ჩართულობით;
  • პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება ბაზარზე კონკურენტი ბრენდების ფასების კონტროლის საფუძველზე;
  • პროდუქციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის განყოფილებისთვის. მომწოდებლისგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და მიწოდება როგორც მარკეტინგული განყოფილებისთვის, ასევე ტრეინინგ მენეჯერისთვის;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე და გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 ნოემბერი, 2026წ.

გაცნობებთ, რომ შპს "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა