7875 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

32JVM82G გამოქვეყნდა 31 აგვ 3 ნახვა

უმცროსი აუდიტორი

თი-ემ-სი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

აუდიტორული კომპანია,,თი ემ სი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:
  • ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
  • ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას ფინანსურ ინფორმაციასთან, მათ შორის პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
  • ცხრილების მომზადებას MS Excel-ში;
  • გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
  • კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.

პროფესიული მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ბუღალტრული აღრიცხვისა და IFRS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა; - MS Office-ის პროგრამების ცოდნა; - ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა ჩაითვლება უპირატესობად; - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - სამუშაოს შესრულების სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე; გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:,,უმცროსი აუდიტორი“ (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება). ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს. ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს. გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ.მისამართზე:. კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თი-ემ-სი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა