9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

33DMSAQQ გამოქვეყნდა 9 ოქტ 50 ნახვა

პანექსი

პანექსი

საწყობის თანამშრომელი

პანექსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 7 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩპანელებს აწარმოებს. კომპანია 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს.

ჩვენი მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება. კომპანია მუდმივად ვითარდება, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. რუსთავში და იწვევს პასუხისმგებლიან, შრომისმოყვარე და მოტივირებულ კანდიდატებს, შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა — ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება ხელით ან შესაბამისი დამხმარე მოწყობილობების გამოყენებით; - მასალებისა და ინვენტარის მოვლა — საწყობში არსებული მასალების, ინვენტარისა და სხვა რესურსების სათანადო განთავსება და მოვლა; - უსაფრთხოების წესების დაცვა — დადგენილი სამუშაო და უსაფრთხოების ნორმების შესრულება; - საწყობის მოწესრიგება — სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; - სასაწყობე პროცესებში მონაწილეობა — საქონლის მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა; - აქტიურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; - სასაწყობე ტექნიკისა და დამხმარე მოწყობილობების გამოყენების ცოდნა (სასაწყობე ეტლი, ამწე მოწყობილობები, სკანერები და სხვ.) — სასურველია; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა და დისციპლინირებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და უპირატესობები: - ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (ხელზე ასაღები); - დამატებითი ანაზღაურება: შედეგებზე დაფუძნებული მაღალი საბონუსე სისტემა; - კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა; - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა; - პროფესიონალურ გუნდში მუშაობა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის მე-17 კმ.

როგორ შემოგვიერთდეთ? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „საწყობის თანამშრომელი“.

შემოუერთდით „პანექსის“ გუნდს — გახდით წარმატებული ქართული საწარმოო კომპანიის განვითარების ნაწილი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/WTeK4zCe

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა