სატვირთო ავტომობილის მძღოლი
შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი გადაზიდვების მიმართულებები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ
შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) 2004 წლიდან საქმიანობს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად.
ძირითადი მოვალეობები:
- სატვირთო ავტომობილის მართვა და ტვირთის უსაფრთხო, დროული ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით;
- ტვირთის დატვირთვის, განთავსების, დამაგრებისა და გადმოტვირთვის პროცესების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში პროცესში მონაწილეობა;
- ტვირთის რაოდენობის, შეფუთვისა და გარეგანი მდგომარეობის შემოწმება კომპეტენციის ფარგლებში;
- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის ყოველდღიური კონტროლი;
- სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება და შემოწმება;
- ნებისმიერი შეფერხების, საგზაო შემთხვევის, ავტომობილის ან ტვირთის დაზიანების შესახებ კომპანიის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- საგზაო მოძრაობის, შრომის უსაფრთხოებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოქმედი C ან CE კატეგორიის მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების ტიპის შესაბამისად;
- სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს მასშტაბით სატვირთო გადაზიდვების პრაქტიკული გამოცდილება;
- სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის საბაზისო ცოდნა;
- ტახოგრაფის გამოყენებისა და მართვისა და დასვენების დროის წესების ცოდნა;
- მძღოლის პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის შესაბამისი გადაზიდვისთვის კანონმდებლობით მოითხოვება;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისა და მცირე ტექნიკური ხარვეზების ამოცნობის უნარი;
- საქართველოს საგზაო ქსელის კარგი ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა და კეთილსინდისიერება;
- ყურადღებიანობა და სიფრთხილე;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
სამუშაო პირობები:
- დასაქმება სტაბილურ და გამოცდილ სატრანსპორტო კომპანიაში;
- ადგილობრივი რეისები;
- სამუშაო გრაფიკი — რეისების განრიგის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
- ანაზღაურება — 1500 ლარი NET.
- საგამოცდო პერიოდი: 6 თვე
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ან მოკლე ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ ელექტრონულ მისამართზე. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით ან დაგვირეკეთ ნომერზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "სატვირთო ავტომობილის მძღოლი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა"-მ დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელ ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.