კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, სტრატეგიულად მოაზროვნე და ძლიერი მოლაპარაკების უნარებით, გაქვს B2B გაყიდვების გამოცდილება და გსურს იმუშაო მსხვილ კომპანიებთან ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
"თერმოინდუსტრია" ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაამყარებს და განავითარებს საქმიან ურთიერთობებს დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, არქიტექტორებთან და სხვა კორპორატიულ პარტნიორებთან.
თუ გინდა იმუშაო მასშტაბურ პროექტებზე, შექმნა გრძელვადიანი პარტნიორობები, განავითარო პროფესიული უნარები და შენი შედეგებით ხელი შეუწყო როგორც საკუთარ, ისე კომპანიის ზრდას - შემოგვიერთდი "თერმოინდუსტრიის" გუნდში!
ვინ ვართ ჩვენ?
** შპს "თერმოინდუსტრია" გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში.
** კომპანია 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს:
** B2B სეგმენტში (დეველოპერები, სამშენებლო/სამონტაჟო კომპანიები, არქიტექტორები, პროექტანტები) ახალი კლიენტების მოზიდვა და პარტნიორული ქსელის გაფართოება;
** კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და კომერციული წინადადებების მომზადება;
** პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე, ოპტიმალური ტექნიკურ-კომერციული გადაწყვეტილებების შეთავაზება (საინჟინრო/მარკეტინგულ გუნდთან კოორდინაციით);
** სატენდერო დოკუმენტაციასთან მუშაობა და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა;
** მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
** ახალი ლიდების მოძიება, არსებული B2B კლიენტების პორტფელის მართვა;
** გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** კორპორატიული გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების შესრულება;
** CRM სისტემაში მონაცემთა ასახვა და რეგულარული რეპორტინგი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ინჟინერიის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** B2B / კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო ან გათბობა-გაგრილების სფეროში);
** მსხვილ პროექტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (C-level) მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემების ზოგადი/ტექნიკური ცოდნა;
** MS Office და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ძირითადი პიროვნული და პროფესიული უნარები:
** მაღალი დონის სტრატეგიული და კომერციული აზროვნება;
** დაყოლიებისა და ეფექტური მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და რთულ/ხანგრძლივ გაყიდვების ციკლთან მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლების უნარი;
** პროაქტიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვა.
რას გთავაზობთ?
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ კვებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მუშაობას 14-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 108;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.ფოსტაზე: და ელ.ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2026.
გელოდებით "თერმოინდუსტრიის" გუნდში!
პერსონალური მონაცემების დაცვა:
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.