სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი პროექტის ფარგლებში აცხადებს სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (ისანი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები: - სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი; - ელექტრონულ პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და ქაღალდმატარებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი მონაცემების შედარება/გადამოწმება; - სამედიცინო ისტორიების, ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფისა და სისწორის კონტროლი; - ხარვეზების, შეუსაბამობებისა და ნაკლული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება; - საჭირო ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტაციის სრულყოფა შესაბამის ექიმებთან და განყოფილებებთან კოორდინაციით; - სამედიცინო დოკუმენტაციის კორესპონდენციის მართვა; - სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად; - სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი; - სამედიცინო შემთხვევების შეფასება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად; - დადგენილი ვადებისა და რეგულაციების დაცვით დოკუმენტაციის მოწესრიგება; - ხარისხობრივ ხარვეზებზე რეაგირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; - სამედიცინო პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია დოკუმენტაციის სრულყოფისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; - სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება); - აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
აუცილებელი პიროვნული თვისებები: - დეტალებზე და შედეგზე ორიენტაცია; - ორგანიზებულობა; - პუნქტუალურობა; - დროის ეფექტურად გამოყენება; - გუნდური მუშაობის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“); - თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას; - „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს; - „Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.