8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

35BH89KK გამოქვეყნდა 30 სექ 3 ნახვა

ბლექსი ინვესტი

ბლექსი ინვესტი

გაყიდვების მენეჯერი

ბლექსი ინვესტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"ბლექსი ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული მომხმარებლების კონსულტაციაზე, გაყიდვების პროცესის სრულ მართვასა და გარიგებების დახურვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ლიდების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • პროექტისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა;
  • კლიენტების კონსულტაცია და ობიექტის პრეზენტაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის დახურვა;
  • კლიენტთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა;
  • CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების მართვა;
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
  • უძრავი ქონების/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსი;
  • გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული საბონუსე სისტემა;
  • ხარისხიანი შემომავალი ლიდები;
  • თანამედროვე CRM სისტემა;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • დინამიკური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი / ბათუმი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი სამუშაო ლოკაცია - თბილისი ან ბათუმი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბლექსი ინვესტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა