8,935 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

365BTNX4 გამოქვეყნდა 18 სექ 5 ნახვა

სქაიტელი

სქაიტელი

რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყ.-ის ინჟინერი

სქაიტელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შესვლა და განაცხადი
₾1500–2000 / თვეში ბოლო ვადა: 19 ოქტ

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი დაქვემდებარება - რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ხელმძღვანელი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი: 10:00 - 15:00 ანაზღაურება - 1500 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებით სარგებელი -

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია - მოვალეობები:

  • რადიო-სარელეო ხაზის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია;
  • საბაზო სადგურის სექტორის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია (ანტენა+აპარატურა);
  • საბაზო სადგურზე დამიწების სისტემის მოწყობა;
  • გარე გამოყენების ყუთის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
  • კვების სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
  • ელექტრო ენერგიის ალტერნატიული წყაროების (მზის პანელი+ქარის გენერატორი) მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
  • საბაზო სადგურების შემოწმება/ინვენტარიზაცია, შემოწმებისას ადვილად აღმოფხვრადი ხარვეზების გამოსწორება;
  • ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და მათი ატვირთვა ბაზაში;
  • გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
  • რეგიონული ჯგუფების დახმარება მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას;
  • სამსახურებრივ ელ.ფოსტაზე მიღებული წერილების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველი უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით;
  • იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით;
  • რადიო - სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები/შესაძლებლობები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ინიციატივიანი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებული.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რადიო ქსელის გეგმური სამუშაოების განყოფილების ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სქაიტელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა