9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

367JYX9A გამოქვეყნდა 10 ოქტ 39 ნახვა

KOSTER-ის ბრენდის მენეჯერი

გორგია გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას KOSTER-ის ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მე, ლანა სულეიმანოვი, ვმუშაობ გორგიაში 2022 წლიდან, ამჟამად ვარ სამშენებლო კატეგორიის შესყიდვების უფროსი სპეციალისტი, ვაცხადებ ვაკანსიას KOSTER-ის ბრენდის მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს შევთავაზებ გუნდურ მუშაობას მეგობრულ კოლექტივში, სადაც შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს პროდუქცია, მასალის ტექნიკური მახასიათებლები, განავითაროს უნარები გაყიდვების კუთხით.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ბრენდის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და გაყიდვების განვითარება; - სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი და მასალის შეთავაზება, პრეზენტაცია; - მასალის ხარვეზის შემთხვევაში, მომწოდებელთან საკითხის გავლა და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დატესტვა; - საჭიროებისამებრ, მასალაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; - მიღებულ შეკვეთებთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდება შესყიდვების შესაბამის კატეგორიასთან; - ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაადგილების უზრუნველყოფა; - კონკურენტთა კვლევა და პროდუქციის ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; - სამშენებლო მიმართულებით გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებული; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!გახდიკრედოელი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

გამოიმუშავეთ findjobs.ge-სთან: ღიაა ყველასთვის, დაიწყეთ დღესვე

გამორჩეული Pro
findjobs.ge დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR საქართველო მიმართე აქ
1 სექ

დისტანციური მუშაობა ოპერატორად, ზარების გარეშე!

Pro
Gen Agency თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
₾2600–4800 +173% ჩვეულებრივთან შედარებით 13 ოქტ

ვეძებთ აქტიურ ჩატ ოპერატორებს (დისტანციურად)

Pro
Boris HR დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR სწავლება · განცხადებაში მიმართე აქ
₾2099–9000 13 ოქტ

სოციალური ქსელი მართვის მენეჯერი

ახალი
ნიუ აუტო მოტორსი თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
₾1500–2000 −18% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა