ენის / მეტყველებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი
კლინიკა ვალეო აცხადებს ვაკანსიას: ენის / მეტყველებისა და კომუნიკაციის სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა: ვეძებთ კვალიფიციურ და მოტივირებულ მეტყველების თერაპევტს, რომელიც ნეიროგანვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობას შეძლებს.
მოვალეობები: - ენის, მეტყველების და კომუნიკაციის ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიული სეანსების დაგეგმვა და ჩატარება; - თერაპიული პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; - პროგრესის შეფასება და ანგარიშების მომზადება; - თანამშრომლობა მულტიპროფილურ გუნდთან; - მშობლებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიწოდება ბავშვის თერაპიასთან დაკავშირებით.
აუცილებელი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება მეტყველების თერაპიის, ან მომიჯნავე მიმართულებით; - ბავშვებთან მეტყველების თერაპევტად მუშაობის გამოცდილება; - კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; - პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სასურველი უნარები: - დამატებითი ენების (რუსული, ინგლისური და სხვა) ცოდნა; - თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება; - პროფესიული განვითარებისა და სწავლის სურვილი.
სამუშაო პირობები: - მოქნილი სამუშაო გრაფიკი; - ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად; - მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995593313090
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.