შეკვეთების ადმინისტრატორი
იაპონური რესტორანი "Wasabi-ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
გამოცდილების არ მქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება.
მოვალეობები
- ვოლტის აპლიკაციიდან შეკვეთების მიღება და პროგრამაში დადასტურება.
- მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა.
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით.
- ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.
კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ გუნდში მუშაობას, განვითარების პერსპექტივას, კვებას, სახლამდე ტრანსპორტირებას.
გრაფიკი: 12:00-22:45. 2/2-ზე ხელფასი: 75-85 ლარი სამუშაო დღე (ფილიალების მიხედვით).
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!