მძღოლებისა და დისპეტჩერების ოპერაციების კოორდინატორი
ვაკანსია — მძღოლებისა და დისპეტჩერების ოპერაციების კოორდინატორი
"Caucasus Horizon" — ნიუ-იორკში მოქმედი სამედიცინო ტრანსპორტირების კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს სრული განაკვეთით.
ჩვენი კომპანია ემსახურება "Medicaid"-ის პროგრამის ბენეფიციარებს და აერთიანებს 100-ზე მეტ მძღოლსა და დისპეტჩერთა გუნდს. საქმიანობის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლებისა და დისპეტჩერების ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები:
დისპეტჩერების მართვა
- დისპეტჩერების სამუშაო საათების აღრიცხვა და ყოველკვირეული
- მომდევნო კვირის სამუშაო გრაფიკის შედგენა.
- მძღოლების პირადი ფაილებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება.
- ახალი თანამშრომლების მიღებისა და თანამშრომლობის დასრულების პროცესის ადმინისტრირება.
მძღოლებთან მუშაობა
- თითოეულ მძღოლთან დაკავშირება და მომდევნო დღის სამუშაო საათების დადასტურება.
- მძღოლების სამუშაო განრიგის შედგენა და მოთხოვნა.
- ახალი მძღოლებისთვის ავტომობილის გაქირავების პროცესში დახმარება.
- მძღოლების კმაყოფილების ყოველკვირეული გამოკითხვების ჩატარება და შედეგების შეჯამება.
- მძღოლების მონაცემთა ბაზის განახლება და არააქტიურ მძღოლებთან დაკავშირება მათი საქმიანობის განახლების მიზნით.
- მძღოლების პირადი ფაილებისა და დოკუმენტაციის მართვა, ახალი მძღოლების რეგისტრაცია და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება.
- ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაეკისრება დამატებითი საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ოპერაციების მართვის, დაგეგმვის, HR ადმინისტრირების.
- მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- სატელეფონო კომუნიკაციის კარგი უნარები.
- Google Sheets-ის ან Microsoft Excel-ის ცოდნა.
- დოკუმენტებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- ქართული და ინგლისური ენის ცოდნა.
- დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
- დასაქმება: სრული განაკვეთი (Full-Time).
- სამუშაო დღეები და საათები: მოლაპარაკებადი.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით და საქმის შესრულების მიხედვით.
- სამუშაო ადგილი: შესაძლებელია ოფისი / დისტანციური / ჰიბრიდული.
დაინტერესების შემთხვევაში: გამოაგზავნეთ თქვენი CV და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.