უძრავი ქონების ბროკერი
"Tbilisi Realtor" — უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ბაზარზე 12-წლიანი გამოცდილებით ოპერირებს და კლიენტებს სთავაზობს პროფესიულ მომსახურებას უძრავი ქონების შერჩევის, გაყიდვის, გაქირავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან და ორიენტირებულია მომსახურების მაღალ სტანდარტზე, პროფესიონალიზმსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ უძრავი ქონების ბროკერს.
ძირითადი მოვალეობები:
- საკუთარ მიმართულებაში უძრავი ქონების პორტფოლიოს შექმნა, განახლება და მართვა;
- კომპანიის CRM სისტემასა და ვებგვერდზე არსებული განცხადებების მონიტორინგი და დამუშავება;
- ქონების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია, ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეფასება და შეხვედრების დაგეგმვა;
- სამუშაო პორტფოლიოში არსებული ობიექტების პირადად გაცნობა და პროფესიული პრეზენტაციისთვის მომზადება;
- მესაკუთრეებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
- დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ობიექტების შეთავაზება;
- ობიექტების პრეზენტაცია და ჩვენებების ორგანიზება;
- გაყიდვისა და გაქირავების პროცესის წარმართვა — პირველადი კომუნიკაციიდან გარიგების დასრულებამდე;
- ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
- ყოველდღიური საქმიანობისა და შედეგების CRM სისტემაში აღრიცხვა და რეპორტინგი.
მოთხოვნები და უნარები:
- ქართული ენის გამართული ფლობა — როგორც ზეპირი, ისე წერითი კომუნიკაციისთვის;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი მოტივაცია, მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციისა და თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტების სწრაფად ათვისების უნარი;
- უძრავი ქონების სფეროში განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებას და პროფესიულ მხარდაჭერას;
- პრაქტიკულ სწავლებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე და სისტემატიზებულ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის CRM სისტემასა და სამუშაო ინსტრუმენტებზე წვდომას;
- ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას;
- შედეგზე დაფუძნებულ, მზარდ შემოსავალს;
- პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას.
ანაზღაურების პირობები:
- სტაჟირების პერიოდში: 45% თითოეული წარმატებით დასრულებული გარიგებიდან.
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ: 65%-დან მზარდი საკომისიო სისტემა.
შემოსავალი დამოკიდებულია ინდივიდუალურ შედეგებსა და შესრულებული გარიგებების რაოდენობაზე. კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის 4 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი. სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/18:00, შაბათი 11:00/15:00.
"Tbilisi Realtor" ეძებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ უძრავი ქონების სფეროში მუშაობა, არამედ პროფესიონალ ბროკერებად განვითარება და კომპანიის ზრდასთან ერთად საკუთარი კარიერის შექმნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. Local Expertise. International Perspective.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.