კონტენტის მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ კონტენტის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სოციალური ქსელებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა;
- ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Tiktok, Linkedin, Instagram);
- კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
- A/B ტესტირების დაგეგმვა და განხორციელება კონტენტის ეფექტიანობის შეფასებისა და ოპტიმიზაციის მიზნით;
- სამიზნე აუდიტორიებზე მორგებული სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
- არსებული სტრატეგიის მიხედვით, ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა;
- კრეატიული ბრიფების მომზადება;
- ვიდეო გადაღებების პროცესში ჩართულობა და გადამღებ გუნდთან კოორდინაცია;
- სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი ტონის, სტილისა და ვიზუალური ენის შერჩევა;
- სოციალური მედიის შედეგების მონიტორინგი, მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელი გამოცდილება მოკლე ვიდეო კონტენტის (TikTok, Reels, Shorts) სცენარების შექმნასა და მომზადებაში.
- აუცილებელია, Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.