← ყველა ვაკანსია

3BBEF1B7 გამოქვეყნდა 17 ნოე 18 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

ავეჯის სახლი ლაქშერი გარე განცხადება
₾3000–4000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

"ავეჯის სახლი ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის Hybrid-Part time პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000-4000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს კომპანიის მარკეტინგული მიმართულების სისტემურ განვითარებაზე, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებაზე და თანამედროვე საკომუნიკაციო არხების ეფექტიან ინტეგრაციაზე.ეს პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ არსებული მარკეტინგული აქტივობების მართვა, არამედ კომპანიისთვის გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება, შესაბამისი გუნდისა და რესურსების დაგეგმვა და შედეგების გაზომვადი სისტემის შექმნა.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • კომპანიის არსებული მარკეტინგული აქტივობების, საკომუნიკაციო არხებისა და პარტნიორი სააგენტოების ეფექტიანობის შეფასება;
  • მარკეტინგისა და ბრენდის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
  • ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობის, სანდოობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე მუშაობა;
  • საკომუნიკაციო არხების დივერსიფიკაცია და Facebook/Instagram-ის მიღმა ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • ციფრული, ტრადიციული, B2B, PR, პარტნიორული და სხვა მარკეტინგული მიმართულებების განვითარების დაგეგმვა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის ფორმირება, ინვესტიციების საჭიროების დასაბუთება და რესურსების ეფექტიანი განაწილება;
  • არსებული კრეატიული სააგენტოს მართვა, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო მოდელის ოპტიმიზაცია;
  • შიდა და გარე მარკეტინგული რესურსების განსაზღვრა და გუნდის ფორმირებაში მონაწილეობა;
  • Social Media, Content, Design, Performance Marketing და სხვა მიმართულებების კოორდინაცია;
  • კომპანიის საკომუნიკაციო სტანდარტებისა და ვიზუალური იდენტობის თანმიმდევრული დაცვა;
  • ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი;
  • მარკეტინგული ინიციატივების ბიზნეს მიზნებთან და კომპანიის განვითარების გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
  • ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირების პრინციპების კარგი ცოდნა;
  • Digital Marketing-ის ძირითადი არხებისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
  • მარკეტინგულ სააგენტოებთან, გარე პარტნიორებთან ან შიდა გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და შედეგების ანალიზის უნარი;
  • ბიუჯეტირების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რესურსების დაგეგმვის უნარი;
  • ძლიერი საკომუნიკაციო და მენეჯერული უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება Retail, Furniture, Interior Design, Real Estate, Hospitality, Automotive, Fashion ან პრემიუმ სეგმენტის სხვა ბრენდებთან მუშაობაში.

რას გთავაზობთ

  • დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი ინიციატივების განხორციელებისას;
  • შესაძლებლობას, ჩამოაყალიბო ეფექტიანი მარკეტინგული გუნდი და სამუშაო სტრუქტურა;
  • მენეჯმენტის მხარდაჭერას დასაბუთებული მარკეტინგული ინვესტიციებისა და ახალი პროექტების განხორციელებაში;
  • პროფესიული განვითარების და კომპანიის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობის გაფართოების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას — 3000-4000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელიც მარკეტინგს არ განიხილავს მხოლოდ როგორც სოციალური მედიის მართვას ან სარეკლამო კამპანიების გაშვებას.ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა განვითარდეს ბრენდი, რომელ არხებში უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეფექტიანი მარკეტინგული სისტემა და როგორ უნდა გაიზარდოს კომპანიის მიმართ ნდობა და ბრენდის ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა