9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3BGP1PAD გამოქვეყნდა 6 ოქტ 39 ნახვა

MAQRO Group

MAQRO Group

IT სპეციალისტი

MAQRO Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

MAQRO GROUP არის დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, რესტორნების, კომერციული სივრცეებისა და ოფისების მშენებლობა განვითარებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე გარემო, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები: - კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი, კონფიგურაცია და მოვლა - ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა - ქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერების, ინტერნეტის და უსაფრთხოების სისტემების მართვა - თანამშრომლებისთვის მომხმარებლის ანგარიშებისა და წვდომების რეგულირება - სისტემის მუშაობის მონიტორინგი, სარეზერვო კოპირებისა და მონაცემთა აღდგენის უზრუნველყოფა - საჭიროების შემთხვევაში გარე სერვისების მიმწოდებლებთან კოორდინაცია - ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმატიკაში ან დაკავშირებულ სფეროში; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი - Office 365 ან Google Workspace პლატფორმების ცოდნა; - Windows/Mac ოპერაციული სისტემებისა და საბაზისო ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა - კიბერუსაფრთხოების საბაზისო ცოდნა - ERP ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები: - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი; - სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ახალ ტექნოლოგიებზე სწრაფად ადაპტაციის უნარი.

მოთხოვნილი ენები: - ქართული ენა-თავისუფლად - ინგლისური ენა-B2 დონეზე - თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ - დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას; - თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში. - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; - ერთჯერად კვებას, - კორპორატიულ მობილურ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);

სამუშაო ადგილი: ნოე რამიშვილის ქ. 30, თბილისი. ინდუსტრია: უძრავი ქონების დეველოპმენტი და ინვესტიციები სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

თუ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა და გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო უნარებით, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (სასურველია ინგლისურ ან თურქულ ენაზე) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა